Zipline.ge ლოგო

ჩვენს შესახებ

საქართველოს ეროვნული ზიპლაინების ფედერაცია დაარსდა 2018 წლის 11 აპრილს. დამფუძნებლები: გიორგი ჩინჩალაძე, მიხეილ ხუციშვილი, ოთარ სოლოღაშვილი. ფედერაციის პრეზიდენტი: გიორგი ჩინჩალაძე. ფედერაცია სეზონურად და პერიოდულად ამოწმებს ზიპლაინების უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მათ პოპულარიზაციას ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებითა და დამუშავებით. ფედერაციის ვებგვერდზე ნახავთ მხოლოდ იმ ზიპლაინებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ ვიზიტორების უსაფრთხოებას. ფედერაციის მიზანია, თანაბარი კონკურენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ყველა მოქმედი ზიპლაინის განვითარებას და პოპულარიზაციას, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს. ნებისმიერი ზიპლაინის გამოყენებამდე რეკომენდებულია, ფედერაციაში გადაამოწმოთ მისი უსაფრთხოება და მომსახურების ხარისხი. ნებისმიერი ზიპლაინი შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ტექნიკური პრობლემების, ცუდი ამინდის, წვიმის ან ქარის გამო. ზიპლაინის დაჯავშნამდე გაეცანით სასურველი ზიპლაინის დეტალურ აღწერას.

სერთიფიკატები

award1 award2 award3

პარტნიორები

partner1 partner1 partner1

ჩვენი მოქმედი ფილიალები

თბილისი ნარიყალა ზიპლაინი

მისამართი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ნარიყალას ციხის მახლობლად, თბილისი

სიგრძე: 280 მეტრი, სამი პარალელური ბაგირი ნარიყალას ხეობაზე

სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00-მდე, აპრილიდან სექტემბრამდე

თბილისის გვერდის ნახვა

ბათუმის ზიპლაინი

მისამართი: ბათუმი, აჭარა, შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს

სიგრძე: 500 მეტრი, ორი პარალელური ბაგირი, წლის განმავლობაში

სამუშაო საათები: 10:00-20:00 (აპრილი-სექტემბერი), 10:00-18:00 (ოქტომბერი-მარტი)

ბათუმის გვერდის ნახვა

მარტვილის ზიპლაინი

მისამართი: მარტვილი-თალერი-ჩხოროწყუს გზა, სამეგრელო-ზემო სვანეთი

ტელეფონი: +995 574 79 20 81

სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00-მდე, მარტვილის კანიონის მახლობლად

მარტვილის გვერდის ნახვა